ბედნიერებისთვის რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?!

ეთანხმებით  მცირედს

ნუ დაეთანხმებით პირველ შემხვედრს, რომელიც გთავაზობთ შეხვედრას და აჩვენებს თავს კარგ ბიჭად/ გოგოდ. შეხვდით სხვადასხვა ადამიანებს, გაიგეთ, რა გსურთ თქვენ, დაიწყეთ სერიოზული ურთიერთობები მათთან, ვისთანაც ნამდვილად გრძნობთ განსაკუთრებულ კავშირს.

თუ ამ ადამიანს აქვს ისეთი მომენტები, რომლებთანაც შერიგებისთვის არ ხართ მზად, წადით – ტყუილუბრალოდ ნუ დახარჯავთ დროს. და ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სფეროსადმი ცხოვრებაში, მათ შორის, მეგობრებისადმი და სამსახურისადმი.

განიცდით  იმას,  თუ რას ფიქრობენ  თქვენზე სხვა  ადამიანები

ძალზე ბევრ ადამიანს სურს იცოდეს სხვების აზრების წაკითხვა. მაგრამ რისთვის? და საერთოდ – რა განსხვავებაა? თვეებისა და წლების შემდეგ არც კი გაგასხსენდებათ ასეთი წვრილმანები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ეს ისაა, თუ როგორ ხედავთ საკუთარ თავს, მხოლოდ ამ აზრს აქვს მნიშვნელობა.

 

გაქვთ  ნეგატიური თვითაღქმადობის  უნარი

თქვენ ის ხარ, ვინც ხარ. თქვენ არ შეგიძლიათ კარდინალურად შეცვალოთ საკუთარი თავი, ასე რომ შეურიგდით ამას. მორჩა და გათავდა.

სხვა ადამიანების განსჯა

ჩვენ ყველანი დამნაშავე ვართ იმაში, რომ ადამიანებს განვსჯით სამოსით, იმით, თუ როგორ ლაპარაკობენ ისინი, როგორ გამოიყურებიან. მაგრამ ეს არ უნდა გავაკეთოთ. ისევე, როგორც აღარ უნდა განვიცადოთ ის, თუ რას ფიქრობენ ადამიანები, აღარ უნდა განვიცადოთ ის, თუ რამდენად კარგად ცხოვრობენ სხვა ადამიანები თავიანთ ცხოვრებით.

ტყუილის თქმა

წვრილმანი ტყუილიც კი. ეს დროის ფუჭად ხარჯვაა. ტყუილის დიდ ნაწილს მივყავართ კიდევ უფრო დიდ ტყუილამდე, მაგრამ არავის არ აქვს ამისათვის დრო.

გაქვთ  არარეალისტური  მოლოდინები

თქვენმა მეგობარმა ბიჭმა შეიძლება არ გიმღეროთ სერენადები ფანჯრის ქვეშ, თქვენმა მშობლებმა შეიძლება არ გაჩუქოთ მოგზაურობა ევროპაში 18 წლის შესრულებისას, ხოლო თქვენმა უფროსმა შეიძლება არ შემოგთავაზოთ ახალი თანამდებობა, როგორც კი გამოჩნდება ვაკანტური ადგილი. ნუ ელით იმას, რომ ყველაფერი ეს უნდა გადაგხდეთ თქვენ, ნუ ადამიანებისაგან მეტს, ვიდრე მათ შეუძლიათ მოგცეთ.

წარსულით ცხოვრება

ადამიანები, რომლებიც დატოვეთ წარსულში, იქ უნდა დარჩნენ. ამის მრავალი მიზეზი ხომ არსებობს. ყველა ჩვენთაგანს აქვს წარსული, და ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილებზე და არა ვიცხოვროთ ამ წარსულით.

ძალზე  ბევრი  რამის  კეთება

გეყოთ ძალზე ბევრი ამოვცანით საკუთარი თავის დატვირთვა. დიახ, შეიძლება ამას აკეთებდეთ თქვენი ოცნებებისა და მიზნების ასრულებისთვის, მაგრამ დაღლილი და დაძაბუნებული ადამიანები არ არიან ბედნიერები, და არავის არ სურს იყოს იმ ადამიანის გვერდით, ვინც მუდმივ სტრესშია.

მუდმივი წუწუნი

ცხოვრებაში იმდენი რამ არის, რამაც შეიძლება გაგვახაროს, მაშ, რატომ უნდა დახარჯოთ დრო წუწუნზე? ეს არავის არ მოსწონს.

საგნების  და  არა  შთაბეჭდილებების  არჩევა

მოგზაურობის ნაცვლად შეგიძლიათ იყიდოთ ახალი ტანსაცმელი, მაგარი მანქანა, ნოუთბუქი, მაგრამ ყველაფერი ეს განა გვანიჭებს ჭეშმარიტ ბედნიერებას? საეჭვოა. შთაბეჭდილებები, გამოცდილება, ახალი ცოდნა – აი, ის, რაც გვანიჭებს ბედნიერებას. გვეყო მატერიალურის არჩევა სულიერის ნაცვლად, იმის არჩევა, რაც მთელი ცხოვრება დაგვამახსოვრდება.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ბედნიერებისთვის რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ?!
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook