მაკიაჟი სახლის პირობებში

ბუნებრივი მაკიაჟი

21-ე საუკუნე ცვლილებების, სიმარტივის და მიღწევების ეპოქაა.ოცდამეერთე საუკუნის ქალი: დახვეწილობის და სინაზის სიმბოლო. წარბები ქალის ერთ- ერთი ყველაზე თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ნაკვთია, მაშ, ასე.მოგიყვებით მათ მოვლაზე და სილამაზეზე.

მაკიაჟი

ტატუირება და ლამინირება ოცნების წარბების შესაქმნელად

ნებისმიერი წარმატებული მაკიაჟის შემთხვევაში სასურველია წარბების ფერის და ფორმის კორექტირება, კიდევ მთავარია, რომ თქვენი წარბები იდეალურად გამოიყურებოდეს. ამ შემთხვევაში მდგრად შედეგს იძლევა ქიმიური საღებავი, ლამინირება და ტატუირება, ასეთ წარბებს ვერეფერს აკლებს, ვერც წვიმა, ვერც ქარი და ვერც მზის რუჯი.

ლამინირება

წარბების მოვლა

ახლა დაწვრილებით მოგითხრობთ მათ მოვლაზე და კორექტირებაზე. მოგბეზრდათ ყოველ დღე წარბების შეღებვა? მაშინ სცადეთ მდგრადი საღებავი, რომელიც ამდიდრებს ფერით თმის თითოეულ ღერს და აძლევს წარბებს ბუნებრივ სილამაზეს.ამ საშუალებებით ადვილია მათი ფორმის კორექტირება. როგორც წესი, წარბების შეღებისთვის გამოიყენება ნატურალური ცხიმი, ვიტამინების კომპლექსი და მზის დამცავი ფილტრები. ისინი, არათუ ღებავენ, არამედ ამაგრებენ წარბებს.ამ პროცედურის ჩატარება მოიცავს 10-15 წუთს და მისი ეფექტი კი 3-4 კვირა გრძელდება.

მზის დამცავი კრემი

წარბების საღებავი

საღებავის შერჩევის დროს არ მიაქციოთ ყურადთება წარბების ბუნებრივი ფერს .გახსოვდეთ, რომ მათი ფერი უნდა იყოს 1-2 ტონით უფრო მუქი.სასურველი შედეგის მისაღებად შესაძლებელია ფერების შერევით ექსპერიმენტის ჩატარება.

მაკიაჟის ფერები

როგორ ავირჩიოთ ფერი

1)თეთრი, ქერა თმისთვის შესაფერისია ფერფლისფერი და ნათელი- ყავისფერი შეფერილობა.

2)შავთმიანებს- მოლურჯო- შავი საღებავი უხდებათ.

3)ყავისფერ თმებს, მიესადაგებათ ნატურალური ყავისფერი.

4)რიჟა თმისთვის შესაფერისი ტარაკოტის ფერია.

4)ჭაღარა თმას- გრაფიტის ფერი უხდება.

5)საერთო ყავისფერი საღებავი უნივერსალურ ფერად ითვლება

სხვადასხვა ფერის მაკიაჟი

როგორ შევიღებოთ წარბები

გაიწმინდეთ კანი მაკიაჟის მოსაცილებელი სითხით და გაიმშრალეთ პირსახოცით.ამის შემდეგ წარბების ზემოთ და ქვემოთ წაისვით ცხიმიანი კანის სქელი ფენა, რომ თავიდან ავიცილოთ არასასურველი ადგილის შეღებვა.დააფიქსირეთ თეთრი ფანქრით წარბის ფორმა.ამის შემდეგ აიღეთ და წაისვით საღებავი, ისე, რომ არ გადაუხვიოთ მონიშნულ ხაზს.

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი

ამ პროცედურისთვის გამოიყენებენ სპეციალურ ჯაგრისს, ან ბამბიან ჯოხს.გადაივარცხნეთ წარბები ზრდის მიმართულებით და საღებავი ზედ გააჩერეთ 5-15 წუთის მანძილზე, იმისდა შესაბამისად, თუ რამდენად მუქი ან ღია ფერი გსურთ.შემდგომ საღებავი მოიცილეთ წყალში დამბალი ბამბის საშუალებით, ამის შემდეგ ჩამოირეცხეთ სახე თბილი წყლით და შეაფასეთ შედეგი.

მაკიაჟის მოშორება

ძალიან მკვეთრი ფერის მიღების შემთხვევაში წარბები გაწმინდეთ საპნიან წყალში დამბალი ბამბით.შეღებვის მომენტში საღებავი ჩამოიწმინდეთ წარბის პატარა ნაწილიდან და შეამოწმეთ რამდენად სასურველი ფერისაა.

მოვლა შეღებვის შემდეგ

შეღებვის შემდეგ წარბებზე წაისვით ატმის კურკების კრემი, ასევე ეფექტურია 10-15 წუთიანი თბილი მცენარეული ზეთის კომპრესი.

ლაინერი მაკიაჟისთვის

პროცედურის შემდეგ, რაც შეიძლება ისარგებლეთ დამწმენდი საშუალებებით, ფერის დიდხანს შენარჩუნების მიზნით.ერთი კვირის შემდეგ წარბებს წაუსვით მკვებავი და დამარბილებელი ზეთი.არ გამოიყენოთ ეს საღებავი თვალების დაავადებების შემთხვევაში.

პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტულ მაკიაჟს უწოდებენ ტატუაჟს, ამ შემთხვევაში საღებავი შეჰყავთ კანქვეშ წვრილი (0,3- 0,4 მმ) ნემსების საშუალებით.ეს ხდება ადგილობრივი ანესთეზიით.ერთ ნახევარი, ორი საათის შემდეგ მივიღებთ შედეგს, რომელიც 2- დან 5 წლამდე ნარჩუნდება.

ტატუაჟი

ლამინირება

ლამინირება, როგორც წესი, გამოიყენება, არა მარტო შესაღებათ, არამედ ქიმიური საღებავის შედეგად დაზიანებული წარბების გასამაგრებლად.ეს მეთოდი აგრეთვე გამოიყენება ასიმეტრიული, ძალიან ნათელ, ზომებზე მეტად სქელი თუ თხელი და არაკორექტურად მზარდი წარბების მოსაწესრიგებლად.

ლამინირება

ლამინირების უპირატესობა

1)დაცვა გარემო მავნე მოვლენებიდან

2)სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნება თმებში.

3)წარბების ზრდის დაჩქარება

მაკიაჟი სახლის პირობებში

ყველა უპირატესობა და მთელი ჩამონათვალი თქვენს თვალწინაა.არჩევანის უფლებაც თქვენ გეკუთნით. იყავით ჯანმრთელები და ლამაზები

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

მაკიაჟი სახლის პირობებში
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook