შეიძლება თუ არა გამოვიყურებოდეთ იდეალურად კოსმეტიკის გარეშე! სრულიად მარტივად! 11 სილამაზის-ეშმაკობა.

 

ზაფხული – შესანიშნავი ხანაა მეიქ-აპზე სრული ან თუნდაც ნაწილობრივი უარის სათქმელად. მაგრამ როგორ შეიძლება ამ დროს გამოვიყურებოდეთ იდეალურად კოსმეტიკის გარეშე? რეალობაში ყველა ქალი არ არის მზად ასეთი ექსპერიმენტისთვის.

განიხილავენ რა ყოველდღიური მაკიაჟის გარეშე ცხოვრების შესაძლებლობას, ქალები ნატურალურ სილამაზეს უტოვებენ უფლებას წარმოადგენდეს განყენებულ იდეალს, მაგრამ ხალხში შეუღებავად გასვლას სინამდვილეში თვლიან ნამდვილ თავგადასავლად და უგუნური სითამამის გამოვლინებად.

როგორ  გავხადოთ  სახის  კანი  იდეალური

დამხმარისაგან მაკიაჟი ადვილად იქცევა ნამდვილ დამოკიდებულებად: ჩვენ ისე ვეჩვევით პუდრით დაფარული სახის კანს, შეღებილ წარბებს, ხასხასა  ფერის ტუჩებს, რომ ხშირად ვიწყებთ ჩვენი ბუნებრივი გრეგნობის აღქმას როგორც რაღაც ისეთად, რაც საჭიროებს უეჭველ გაუმჯობესებასა და გალამაზებას.

იცი თუ არა, რომ იდეალურ სახეს შეიძლება მიაღწიოთ კოსმეტიკის გარეშედაც? ამისათვის საკმარისია იცოდეთ რამდენიმე საიდუმლო…

ჩვენმა რედაქციამ მოამზადა 11 ნაბიჯი მოვლილი გარეგნობისკენ. გამოიყენე,  ღმერთმა მოგახმაროთ!

 

  1. სახის ბრწყინავი ფერი

რათა გახადოთ სახის ფერი უფრო ჯანსაღი, ამაში დაგეხმარებათ გვირილას ჩაი. ბუნებრივი სილამაზის აღნიშნული ელექსირის მოსამზადებლად გამოგადგებათ ერთი სუფრის კოვზი გვირილა (ყვავილები შეიძლება იყიდოთ აფთიაქში) და ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. მოამზადე ასეთი ჩაი და დატოვე ის თერმოსში 30 წუთით, რათა დაწდეს.

შემდეგ გადაწურე, ოდნავ გააგრილე და დაუმატე 1 ჩაის კოვზი თაფლი. ეს სასმელი დალიე ყოველ დღე დილაობით პატარ-პატარა ყლუპებით მშიერ კუჭზე. სულ ორი კვირა, და შენი სახის კანი გამოიყურებოდეს იქნება უბრალოდ იდეალურად!

  1. გრძელი და ხშირი წამწამები

რათა წამწამები კარგად იზრდებოდნენ და ლამაზად გამოიყურებოდნენ, არ დაგავიწყდეს მათი მოვლა. ამისათვის დაგჭირდება აღნიშნული საშუალება კვებისთვის, რომელიც ადვილად შეიძლება მომზადდეს ოჯახის პირობებში.

ერთ ქილაში თანაბარი რაოდენობით აურიე აბუსალათინის, ნუშის, ქუნჯუთისა და ოროვანდის ზეთი. ნარევში დაუმატეთ ვიტამინი E (რათა გაზარდოთ შენახვის ვადა). ღამით წაისვით ზეთი მშრალ წამწამებზე და დილით ჩამოიბანეთ ნარჩენები თბილი წყლით. უკვე ორ კვირაში შეამჩნევ საოცარ შედეგს!

  1. თავი დააღწიე მტვრევად თმებსა და გაორებული თმის ბოლოებს

თმის საღებავი, ფენი, სუსტი იმუნიტეტი, ქრონიკული დაავადებები – ყველაფერმა ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი თმის მდგომარეობაზე. თმის  მტვრევადობისაგან და გაორებული თმის ბოლოების პრობლემისაგან თავის დაღწევაში შეიძლება დაგეხმაროს ნიღაბი, რომელიც შეგიძლიათ ადვილად მოამზადოთ ოჯახის პირობებში.

პატარა ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გული და ნახევარი ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტი დანამატების გარეშე. შემდეგ დაუმატეთ იქ ერთი სუფრის კოვზი აბუსალათინისა და ქოქოსის ზეთი, ერთი სუფრის კოვზი ავოკადოს ან ჟოჟობას ზეთი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიე. დაიდე ნიღაბი სველ თმაზე, რის შემდეგაც ჩამოიცვი პოლიეთილენის ქუდი. ერთ საათში საგულდაგულოდ ჩამოიბანე ნიღაბი თმიდან.

  1. ხელები – ქალის სავიზიტო ბარათია

რათა გახადო ხელების კანი რბილი, აიღე ცოტაოდენი შენი საყვარელი ხელების კრემი და აურიე ის ასეთივე რაოდენობის ძმარში. წაისვი ხელებზე ღამით და უკვე ორი კვირის შემდეგ იგრძნობ, თუ რამდენად გლუვი და რბილი გახდა შენი ხელები.

  1. ჭორფლთან და პიგმენტურ ლაქებთან ბრძოლა

არსებობს რამდენიმე ხერხი. ნელ, მაგრამ ქმედით ეფექტს ახდენს მდუღარედასხმული დაჭრილი ოხრახუში. ნაყენი ნახევარი საათით გააჩერეთ, რათა დაწდეს, და გაწურე ის. გამოიყენე სახისა და სხეულის გასაწმენდად დღეში 3 ჯერ.

ჭორფლისაგან თავის სწრაფად დაღწევაში დაგეხმარება, აგრეთვე, ლიმონის წვენი და მაგარი ჩაი. გაიწმინდე სახე ამ ხსნარით დღეში 2 ჯერ და ჭორფლი გახდება ნაკლებად შესამჩნევი უკვე ერთი კვირის შემდეგ.

  1. ვიცილებთ გამონაყარს და გაღიზიანებას სახეზე

ლოსიონი ალოეს წვენით იდეალურად ხსნის სხვადასხვა გამონაყარსა და გაღიზიანებას სახის კანზე. მის მოსამზადებლად 100 გრამი ალოეს წვენი აურიე 3 სუფრის კოვზ ადუღებულ წყალსა და 3 სუფრის კოვზ სპირტში.

ყოველდღე გაიწმინდე  სახისა და კისრის კანი ამ ლოსიონით, გააჩერებ რა სახეზე 10 წუთით. გამოყენების შემდეგ ლოსიონის ნარჩენები  ჩამოიბანე თბილი წყლით და წაისვი სახეზე დამატენიანებელი კრემით.

  1. ფრჩხილების გამაგრება და გათერება

რათა ფრჩხილები ხელებზე იყოს ლამაზი და ჯანსაღი, საკმარისია გაიკეთო ლიმონიანი აბაზანა. ამისათვის ლიმონი გაყავი შუაში, თითოეულ ნახევარში ვდებთ თითებს და ვაჩერებთ 15 წუთით.

  1. ვუმკლავდებით ქარისაგან დამსკდარ ტუჩებს

ზამთარში ტუჩების კანი ძლიერ სკდება ქარისაგან, ზაფხულში შრება. ამ პრობლემასთან გამკლავებაში დაგეხმარება არაჟნისა და სტაფილოს წვენის ნიღაბი (აურიე თანაბარი პროპორციებით). წაისვი ის ტუჩებზე და 7 წუთში ჩამოიბანე.

  1. კბილების გათეთრება

შესანიშნავ მათეთრებელ საშუალებას წარმოადგენენ აქტივირებული ნახშირის ტაბლეტები. უბრალოდ ჯაგრისის საშუალებით გაიწმინდე კბილები მიღებული ფხვნილით და შედეგი შესამჩნევი იქნება უკვე ერთ კვირაში. რჩევა: ამ ხერხისთვის უნდა იყიდო ცალკე კბილის ჯაგრისი!

  1. ვიცილებთ სილურჯეებს თვალების ქვეშ

ამ საშუალებისთვის დაგჭირდება ერთი ჭიქა ცივი რძე და ბამბის ორი დისკი. დაასველე დისკები რძეში და დაიდე ისინი თვალების ქვეშ. შედეგი მაშინვე იქნება შესამჩნევი!

  1. იდეალური ვარცხნილობა

რათა არ მოხდეს თმის დაელექტროება, დაისველე ხელისგულები მინერალური წყლით და გადაისვი დაელექტროებულ თმაზე!

რათა უნაკლოდ გამოიყურებოდე, არ არის აუცილებელი სახე შეიღებო ხასხასა საღებავებით. მოვლილი სახე, ტმა, ფჩხილები, წერწეტი ფიგურა და ლამაზი სიარული – ეს მხოლოდ შენი ძალისხმევის შედეგია.

გამოიყენე სილამაზის აღნიშნული მარტივი რეცეპტები და ხალხში გასვლა კოსმეტიკის გარეშე აღარ იქნება შენთვის პრობლემა! გსურს ყოველთვის იყო ლამაზი – იზრუნე საკუთარ თავზე და მოუარე შენს გარეგნობას.

და ნუ დაგავიწყდება, რომ ჭეშმარიტი სილამაზე შიგნიდან ელვარებს. გაასწორე ზურგი, მხრები, დაამყარე ვიზუალური კონტაქტი გარშემომყოფებთან და ჩვევად აქციე გაღიმება!

ეს სასარგებლო რჩევები გაუზიარე დაქალებს. კარგ, მზიან დღეს გისურვებ!

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

შეიძლება თუ არა გამოვიყურებოდეთ იდეალურად კოსმეტიკის გარეშე! სრულიად მარტივად! 11 სილამაზის-ეშმაკობა.
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook