ელექტრო ლეიბი

დასავლეთი და ევროპის დიდი ნაწილი და ასევე სამხრეთ ამერიკა, უკვე გარკვეული წლებია დიდი პოპულარობით იყენებენ ელექტრო ლეიბს.ელექტრო ლეიბი წარმოადგენს ერთ დიდ ელექტრო სათბობს,რომელიც მოიცავს მთელი თქვენი საწოლის ფართობს.აცივებისთანავე ხშირად ვფიქრობთ, როგორ გავათბოთ საკუთარი სახლი და თან შევძლოთ ელექტროენერგიის დაზოგვა, არ ჩავრთოთ მრავალ ვატიანი ელექტრო გამათბობლები.ამის ალტერნატიული საშუალებაა ელექტრო ლეიბი.

როგორ გამოვიყენოთ ლეიბი

როგორ გამოვიყენოთ ლეიბი

იგი გამოიყენება, როგორც ჩვეულებრივი ლეიბი, მხოლოდ შიგთავსში გააჩნია გამათბობელი მოწყობილობა.შესაძლოა ჩართვიდან ორიოდე წუთში მისი სარგებლობა.სხეულის ძლირად გაცივების შემთხვევაში შესაძლოა მასში გახვევა უფრო ჩქარი ეფექტის მისაღებად

შესაძლოა ასეთ მდგომარეობაში მოხერხებულად ჩაჯდეთ კრესლოში და უყუროთ ტელევიზორს.
ტელევიზორის ყურება
ელექტრო ლეიბი წარმოადგენს გათბობის უსაფრთხო მოწყობილობას,მთელი გამათბობელი სისტემა საიმედოთაა დაცული სპეციალური საფარით, რომელიც დენს არ ატარებს.მისი შეძენით თქვენ შეძლებთ ელექტრო ენეერგიის საგრძნობლად დაზოგვას, რადგან მისი სიმძლავრე წარმოადგენს 40-100 ვატს, ეს იგივეა, რაც ელნათურა, თან როცა ელექტრო ლეიბი გათბება გარკვეულ ტემპერატურამდე, დიდხანს ინარჩუნებს სითბოს.ის ძალიან კომპაქტურია და იკავებს მცირე ადგილს.აგრეთვე შესაძლებელია მისი გარეცხვა სარეცხ მანქანაში.ზოგიერთი ელექტრო ლეიბი უბრალოდ ირთვება და მუშაობს ერთ რეჟიმში, მაგრამ ყიდვის დროს სჯობს უპირატესობა მივანიჭოთ ლეიბებს რეგულიატორით.

როგორ ავარჩიოთ ლეიბი

ლეიბის არჩევა
მისი არჩევისას უნდა იხელმძღვანელოთ თქვენი საწოლის ზომით, რა სიფართისაა იგი და რამდენი ადამიანი აპირებს მასზე ძილს.ორი ადამიანის დასაწოლად შედარებით დიდი ლეიბი დაგჭირდებათ.სასურველია გამათბობელი ლეიბი იყოს უფრო ფართე, ვიდრე თქვენი საძინებლის ლეიბია, ეს თქვენს მოსვენებას უფრო კომფორტულს გახდის.კარგ ელექტრო ლეიბში უნდა იყოს მინიმუმ ორი რეჟიმი:ერთი საწოლის გათბობის და მეორე ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნების.

ელექტრო ლეიბის თვისებები

მას გააჩნია, როგორც სამკურნალო, ასევე უარყოფითი თვისებები.
რეკომენდირებულია შემდეგი დაავადებების დროს როგირიცაა: ართრიტი, რევმატიზმი, სისხლის ცუდი მიმოქცევის და სისხლძარღვების ცუდი გამტარობის დროს.სასარგებლოა ამაღლებული კუნთოვანი ტონუსის დროს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ადუნებს კუნთებს და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, გარდა ამისა გააჩნია თერაპიული ეფექტი.დადებითად მოქმედებს სახსრებსა და კუნთებზე.

უარყოფითი თვისებები

უარყოფითი თვისებები

სამკურნალო თვისებების გარდა, მას აქვს უკუ ჩვენებები:ელექტრო ლეიბი არის ელექტრონული მოწყობილობა, მას გააჩნია ელექტრონული ველი, ამიტომ, მათთვის, ვინც სარგებლობს კარდიოსტიმულიატორებით, იგი არაა რეკომენდირებული.არ შეიძლება ელექტრო ლეიბით სარგებლობა სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს, მწარე რესპირატორული დაავადებების დროს, ალერგიული და ქრონიკული დაავადებების დროს , ფეხმძიმობის საწყისს ეტაპზე.
უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრო ლეიბი არ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის
ლეიბი ბავშვებისთვის
არსებობს ბევრი მითი ელექტრო ლეიბების მავნებლობაზე, ის რომ მასზე ხანგრძლივი ძილი ორგანიზმს აშრობს, თუმცა ჩვენი წინაპრები ხომ ღუმელზე იძინებდნენ?მაგრამ განსაზღვრეთ რა უფრო მავნეა, ელექტრო გამათბობლებით ჩახუთული ჰაერის სუნთქვა და ჩვეულებრივ ლეიბზე ძილი, თუ სუფთა ჰაერზე, ელექტრო ლეიბზე მოსვენება?!

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ელექტრო ლეიბი
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook