ელექტრო შოკერი

ელექტრო შოკერი

დღეს არავინაა დაზღვეული ღამის ბნელ ქუჩებში ხულიგანთა თავდასხმისაგან.
ამის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ელექტრო შოკერი.ამ იარაღის უპურატესობად ითვლება ის, რომ თავდამსხმელს მან არ შეიძლება რამე ზიანი და ტრამვა მიაყენოს და იგი არც სიცოცხლისთვის წარმოადგენს რაიმე საფრთხეს.უბრალოდ მას შეუძლია გარკვეული დროით შეაჩეროს ბოროტმოქმედი, რაც თქვენ მოგცემთ საშუალებას გაეცალოდ საშიშ ზონას.
მთავარი ამოცანა ელექტრო შოკერის სწორად არჩევა. ბაზარზე ხშირად გვთავაზობენ ანალოგიურ მოწყობილობას, რომელიც არ შეესაბამება მისი მწარმოებლის ხარისხს,მაგრამ სირთულე იმაში მდგომარეობს,რომ ელექტრო შოკერის ყიდვამდე შემოწმება შეუძლებელია,ამიტომ საჭიროა ელემენტარული წვრილმანის ცოდნა ამ ხელსაწყოს შესახებ.

ელექტრო შოკერების ნაირსახეობა

1)კლასიკური, პირდაპირკუთხოვანი.ამ ხელსაწყოს უპირატესობა მდგომარეობს, მაღალი სიმძლავრის უბრალოდ და მოხერხებულად გამოყენებაში
კლასიკური შოკერი
2)ელექტრო შოკერი ფარანი, რომელიც არის უნივერსალური საშუალება, მისთვის, ვისაც ღამე უწევს ქუჩაში მოძრაობა
შოკერი ფარანი
3)ქალის შოკერი.გააჩნია ელეგანტური და კომფაქტური კორპუსი.
ქალის შოკერი
4)ხელკეტი შოკერი.ეს მასიური, მძლავრი მოწყობილობაა, რომელიც შეიძლება გამოიყენო, როგორც ხელკეტი და როგორც ელექტროშოკერი.
ხელკეტი შოკერი
5)მასკირებული.მას შეიძლება ქონდეს მობილური ტელეფონის, სიგარეტის კოლოფის, ან ნებისმიერი ნივთის ფორმა.ამ ტიპის შოკერების უპირატესობაა მოულოდნელობის ეფექტი
შოკერი ტელეფონი
6)არსებობოს სასროლი ელექტრო შოკერი,რომელიც შეიძლება ადამიანს 5-6 მეტრზე მოხვდეს
სასროლი შოკერი
ელექტრო შოკერების კვების წყარო შეიძლება იყოს, როგორც აკუმულიატორი, ისევე ელემენტები.

შოკერის შექმნის ისტორია

ელექტრო შოკერის შექმნის ისტორიას ძველი ფესვები გააჩნია.მე 20-ე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა სწავლულმა გენრი დიკსონმა შექმნა პირველი ელექტრო შოკერი, რომელიც წარმოადგენდა გრძელ ჯოხს ორი ელექტროდით.და მისი დანიშნულება იყო თავგასული პირუტყვის დაშინება.
ხოლო 1974 წელს თანამედროვე ელექტროშოკერი შექმნა და დააპატენტა ჯონ კოკერმა, მხოლოდ ეს უკვე არა ცხოველებზე, არამედ ადამიანებზე ზემოქმედების ხელსაწყოს წარმოადგენდა.
პირველი რეაქცია ადამიანების ელექტროშოკერებზე არაერთგვაროვანი იყო.ბევრი უნდობლობით უყურებდა უცნაურ ნივთს, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში იგი უკვე ფართოდ გამოიყენება, არა მარტო პოლიციის, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ თავდაცვის მიზნით.

თავდაცვა

ელექტრო შოკერის შეძენა
ელექტრო შოკერი არის ჩვენი თავდაცვის საშუალება, ამიტომ მისი შეძენა გაურკვეველ ადგილას არარეკომენდირებულია. მიმართეთ სპეციალიზირებულ მაღაზიებს იარაღის გაყიდვისთვის.

 

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ელექტრო შოკერი
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook