ჰელიუმის ბუშტები

ჰელიუმის ბუშტი

დღევანდელ თანამედროვეობაში ფართოდ დამკვიდრდა ჰელიუმის ბუშტებით დღესასწაულების თუ ინდივიდუალური შეხვედრების გალამაზება.დღითიდღე იზრდება მათზე მოთხოვნა და ყოველ დღე ბევრი მწარმოებელი ინტერესდება ამ საკითხით.შესაბამისად არჩევანიც დიდია, რას წარმოადგენს ჰელიუმის ბუშტი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ.

ბუშტები

საჰაერო ბუშტებს ხშირად ამზადებენ ლატექსიდან.იგი იბერება როგორც ჰაერით, ისე ჰელიუმით.თუ გვინდა ბუშტმა იფრინოს, იგი უნდა გაიბეროს ჰელიუმით. ჰელიუმი არის მენდელეევის ტაბულის ელემენტებიდან გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზე მდგომი ელემენტი.მას ფართოდ გამოიყენებენ, როგორც მეცნიერებაში, ისევე წარმოებებში.აგრეთვე იყენებენ საჰაერო ბუშტების გასაბერად. საერთოდ ცნობილია, რომ ერთ ჩვეულებრივ ბუშტს შეუძლია აწიოს 3-4 გრამი ტვირთი.ჰელიუმის სტრუქტურა უფრო მჭიდროა, ვიდრე ჰაერის და ამიტომ იგი ადვილად ფრინავს.

ბუშტები ჰაერში

ჰელიუმის ბუშტები გამოიყენება დღესასწაულის დროს ინტერიერის გასაფორმებლად.მეტად გავრცელებულია გულის ფორმის ბუშტები( განსაკუთრებით წმინდა ვალენტინის დღესასწაულზე) ბუშტები არსებობს სხვადასხვა ცხოველთა ფორმებით.საჰაერო ბუშტების მორთვის და გაფორმების ელემენტები შეიძლება იყოს უსასრულობამდე მრავალფეროვანი.

მრავალფეროვანი ბუშტები

მისი ერთ-ერთი მაგალითია მანათობელი ბუშტები.მათ დასამზადებლად საჭიროა:

1)შუქდიოდები

2) ელემენტი

3)წებოვანი ქაღალდი

შუქდიოდი ბრტყელ ელემენტზე მაგრდება წებოვანი ქაღალდის საშუალებით( ელემენტი უნდა იყოს მრგვალი და ბრტყელი) შუქდიოდი მაშინვე ნათდება, შემდეგ ვათავსებთ მას ბუშტში და ვბერავთ ჰელიუმის საშუალებით და ვუშვებთ საფრენად.ასეთმა ნათებამ შეიძლება გასტანოს 24- 48 საათემდე.ამიტომ მოლხენისთვის ეს საკმაო დროა

მანათობელი ბუშტები

ჰელიუმის ბუშტის დამზადება სახლის პირობებში: ავიღოთ ბუშტი და ჩავყაროთ სოდა,შემდეგ დავაფაროთ თავზე პლასტმასის ბოთლს, რომელშიც უკვე ძმარია ჩასხმული.ბუშტი გავმართოს ისე, რომ სოდა ბოთლში ჩაიყაროს.იქ წარმოქმნილი რეაქციით ბუშტი მალე გაიბერება.ჩვენ ისღა დაგვრჩენია თავი მოვუკრათ.

ბუშტის გაბერვა

ერთი საინტერესო და სავალალო ფაქტი ჰელიუმის ბუშტებზე.

1886 წელს კლივლენდი ემზადებოდა გრანდიოზული შოუსთვის.ჰაერში გაუშვეს 1500 000 ბუშტი, ქალაქის თავზე.ბუშტებზე დაიხარჯა 500 000 $. მათ დასაბერად დაჭირდათ 2500 ვალანტიორი. რა თქმა უნდა ბუშტები განთავსდა ცაზე.მაგრამ საზოგადოების აღფრთოვანება მალე დასრულდა.დღესასწაული დაჩრდილა მოახლოვებულმა ელვამ.დაიწყო წვიმა, გაბერილი ბუშტები ყველა დაბრუნდა მიწაზე, ბუშტები ცვიოდა ყოველი მხრიდან. მათ დაფარეს საფრენი ბილიკი ადგილობრივი აეროპორტის, ამ ქაოსმა მოაწყო ათობით საგზაო შემთხვევა, ტბა ერის მაშველთა ჯგუფს ხელი შეუშალეს დაკარგული მეთევზეების მოძებნაში.ერთ-ერთი დაღუპული მეთევზის ცოლმა კომპენსაციის მიზნით შოუს ორგანიზატორებს მოთხოვა 3200 000$ და გადასცა სასამართლოს.ასე სავალალოდ დასრულდა კლივლენდის დღესასწაული.

ბუშტების არჩევა

ბუშტების არჩევა

1)სუნი– ბუშტები მზადდება მაღალხარისხოვანი ლატექსიდან და ამიტომ მას არ უნდა ქონდეს უსიამოვნო, ქიმიური სუნი

2) გარეგნული სახე- საჰაერო ბუშტი არ უნდა იყოს დაჭმუჭნილი.ის უნდა იყოს ელასტიური.

3) ხმა- მისი ხმით განისაზღვრება ხარისხიც. ბუშტი არ უნდა შრიალებდეს ისე, როგორც ქაღალდი

4) ლატექსი გაბერვის შემდეგ არ უნდა კარგავდეს ფორმას და არ უნდა იღებდეს დეფორმაციას

ხარისხიანი ბუშტები

ესაა ინფორმაცია, რაც შეიძლება ვიცოდეთ ჰელიუმის ბუშტების შესახებ.დაიმახსოვრეთ და გაილამაზეთ ცხოვრება და დღესასწაულები.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ჰელიუმის ბუშტები
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook