კარდიოსტიმულატორი

სტიმულატორი

ადამიანის გული წარმოადგენს ფიბროზოკუნთოვან ორგანოს, რომლის ვალდებულებაცაა მოაწესრიგოს სისხლის მიმოქცევა სადინარებში. ეს ორგანო, ისე, როგორც არც ერთი სხვა რეაგირებს ყველა ცვლილებაზე ორგანიზმში. უბრალო გადაადგილებაც კი იწვევს გულის რითმის კორექციას.ამიტომ არაა გასაკვირი, რომ დღეს კარდიოსტიმულატორებით მცხოვრები ადამიანების რიცხვმა ათასებს მიაღწია

კარდიოსტიმულატორი

რას წარმოადგენს კარდიოსტიმულატორი?

სტიმულატორის აღწერილობა

ესაა გულში ხელოვნური რითმის შემყვანი მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს მის რეგულირებას.მისი ძირითადი დანიშნულებაა გამოიწვიოს რითმი, ან პირიქით, ხელი შეუწყოს რითმების სიხშირეს, ვისაც მოდუნებული აქვს გულის ცემა.კარდიოსტიმულატორი პატარაა, ორი ასანთის კოლოფის ზომის.იგი შედგება ორი ნაწილისგან: ელექტრონული სქემისა და ელემენტისაგან, ეს უკანასკნელი მოიცავს საკმაოდ დიდ ნაწილს.მისი ძირითადი დანიშნულებაა გულის კუნთის სტიმულირება.იგი რეაგირებს სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორიცაა მოციმციმე არითმია , გულის კუნთის მოდუნება.

პირველი კარდიოსტიმულატორი შექმნა 1927წელს

კარდიოსტიმულატორი წარმოადგენს გერმეტულ ხელსაწყოს, რომლის კორპუსშიცაა მოთავსებული ზემოთ აღნიშნული შიგთავსი: ელემენტი და მიკროპროცესორიანი ბლოკი.

აგებულება

არსებობს კარდიოსტიმულატორები, რომელთაც აქვთ დიაგნოსტიკის ფუნქცია, ისინი არიან აღჭურვილი სენსორებით, რომლებიც აფიქსირებენ პაციენტის ფიზიკურ აქტივობას.მათ აგრეთვე შეუძლიათ განსაზღვრონ მოსალოდნელი არითმია.

კარდიოსტიმულატორის დაყენება

კარდიოსტიმულატორი ყენდება კანქვეშ, წინ, გულის კუნთის მიდამოებში, ამ დროს ნეკნი შეუხებადია და არაა ტრამვის რისკი.სტიმულატორი უერთდება კაბელს, რომელიც გამოდის გულის გასწვრივ და შეერთებულია ვენაზე

რეგულირება

კარდიოსტიმულატორის დაყენების პროცესი არ საჭიროებს ღია ოპერაციას და არც ნარკოზს, კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით.იმისათვის რომ ელექტროდი კარგად ეკონტაქტებოდეს გულს, მის ბოლოში მოთავსებულია ქოლგის ფორმის დანამატი, იგი იხსნება გულის კედელზე და არ აძლევს ელექტროდს ჩამოვარდნის საშუალებას.როგორც ვხედავთ, კარდიოსტიმულატორების დაყენების პროცესი საკმაოდ მარტივია.მისი დამაგრება ხდება 40 წუთის განმავლობაში.

ოპერაციის შემდეგ ადამიანს შეუძლია გააგრძელოს ცხოვრების ჩვეული რითმი.მას არ გააჩნია შეზღუდვები, თუმცა ხელსაწყო საჭიროებს მუდმივად შემოწმებას, რომ რამე შეფერხება არ იყოს მის მუშაობაში.

 

საშიშია თუ არა ?

საშიშია თუ არა ?

ადამიანი ოპერაციის შემდეგ იმ დღესვე შეიძლება წავიდეს სახლში.აპარატის მუშაობის ხანგრძლივობა 10 წელია.თანამედროვე სტიმულატორები არ უფრთხიან ჩარჩოებს, აეროპორტებს, გატაცების საწინააღმდეგო კარებს, მობილურ ტელეფონებს და .ა.შ. ერთადერთი დღესდღეობით რაც არაა სასურველი , გამოკვლევა მაგნიტორეზონანსურ ტომოგრამაზე.საქმე იმაშია, რომ მაგნიტური ველის მოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს პროგრამა და წყობიდან გამოიყვანოს სტიმულატორი.

ესაა მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელშიც რეალიზებულია ტექნიკური და პროგრამული გადაწყვეტილებები, რომელიც ასევე ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის მრავალ საფეხურიან დაცვას.ელექტრომაგნიტური ტიპის შეფერხების დროს სტიმულატორი გადადის მუშაობის სინქრონულ რეჟიმზე, ე.ი. არ რეაგირებს ამ შეფერხებაზე.თანამედროვე ელექტროსტიმულატორებს შეუძლიათ შეინახონ მონაცემები გულის მუშაობის შესახებ, ექიმს კი სპეციალური პროგრამის მიხედვით შეუძლია კომპიუტერზე წაიკითხოს ეს მონაცემები და დანიშნოს საჭირო მედიკამეტოზური მკურნალობა.

გულის მუშაობა

კარდიოსტიმულატორების ხარისხი ყოველდღიურად იხვეწება და ასევე იზრდება მომხმარებელთა რიცხვი.დღევანდელი ამაღლებული სტრესული ფონი სწორედ რომ საჭიროებს ასეთ საშუალებას.გული ხომ ჩვენი ორგანიზმის მთავარი ორგანოა.ესეიგი “ძრავი”

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

კარდიოსტიმულატორი
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook