ორთოპედიული ბალიში

ორტოპედიული ბალიში

ორთოპედიული ბალიში, ესაა “ანატომიური” ფორმის სპეციალური ბალიში, რომელიც იჭერს ხერხემალს სწორ მდგომარეობაში, ამავ დროს მცირდება დატვირთვა მასზე, ეს კი ხელს უწყობს ტანის კუნთების მოდუნებას.

ბალიში

თავის ქვეშ ამოდებული  ბალიში ინარჩუნებს ხერხემლის კისრის მიდამოს ფიზიოლოგიურად სწორ მდგომარაობაში. ეს ხელს უწყობს კისრის კუნთების ბოლომდე მოდუნებას და უზრუნველყოფს ადამიანის სრულფასოვან, კომფორტულ ძილს. ორთოპედიული ბალიში რეკომენდირებულია კისრის და ხერხემლის ოსტრეოქონდროზის და ასევე ნევრალგიის დროს.

ტიპები

ბალიშები იყოფა ორ ტიპად: კონტურული და ტრადიციული.

კონტურული ბალიშის ზედაპირს გააჩნია ტალღისებური ფორმა, რომელიც იმეორებს თავის და კისრის ამობურცულობას.მძინარე ადამიანის კისერი უნდა იმყოფებოდეს სწორ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე ხერხემალიც დაცული ხდება.ბალიშს გააჩნია შუაში სპეციალური ჩარღმავება ბეჭისათვის

ბალიშის მოყვანილობა

ტრადიციული ბალიში

მას გააჩნია ჩვეულებრივი, კლასიკური, პირდაპირკუთხოვანი ფორმა, მაგრამ ფლობს ორთოპედიულ თვისებებს შიგთავსის ხარჯზე. თუ ადამიანი მიჩვეულია გვერდულად ძილს, მას ურჩევენ მკვრივ ბალიშს, თუ ზურგზე წევს, ამ შემთხვევაში ურჩევენ საშუალო სიმკრივის ბალიშს, თუ მუცელზე, ამ დროს საჭიროა რბილი.

მკვრივი ბალიში

ფართობეჭებიანი ადამიანებისათვის საჭიროა მაღალი 15-13სმ. სიმაღლის ბალიში . ჩვეულებრივი ადამიანისთვის 10-12სმ.

მოხმარება

ბალიში მგზავრებისათვის:სამგზავრო ბალიშები გამოიყენება მგზავრობის დროს ტრანსპორტში ძილისთვის. მათ აქვთ მომრგვალო, ოვალური ფორმა და იკეთებენ კისერზე , დამჯდარ მდგომარეობაში.ის ხერხემლის კისრის მალებს იჭერს სწორ მდგომარეობაში და ამით ხსნის კისრის კუნთების დაძაბულობას.ასეთი ბალიშები რეკომენდირებულია კისრის ტრამვის რეაბილიტაციის პერიოდში.

კისრისთვის

ბალიში წელისთვის

ამ ბალიშებს ხმარობენ დიდი ხნის დამჯდარი მუშაობის დროს, იგი იცავს გადაღლილობისგან ზურგის კუნთს.ზურგის ორთოპედიული ბალიში ბრტყელია, იგი იდება ზურგსა და სკამის საზურგეს შორის.

წელისთვის

ბალიში ფეხებისთვის

ეს ბალიში იხმარება ძილის დროს და იმის და მიხედვით, თუ რა პოზაში ძინავს ადამიანს.თუ გვერდულად ძინავს, იგი უნდა მოთავსდეს ფეხებს შორის.თუ ზურგზე-მუხლებს ქვემოდ.ფეხების ორთოპედიული ბალიში გამოიყენება ფეხის კუნთების მოსადუნებლად და მასში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

ბალიში ფეხმძიმეთათვის

ასეთ შემთხვევაში ორთოპედიული ბალიში ეხმარება წელს.ეხმარება მეძუძური და ფეხმძიმე ქალების ხერხემალს ძილის დროს.

ორსულთათვის

ბალიში ბავშებისთვის

ის  ხელს უწყობს ბავშვის სხეულს იძინოს ფიზიოლოგიურად მოსახერხებელ მდგომარეობაში. ბავშვი მთლიანად მასშია მოთავსებული.ასეთი ბალიში ამცირებს ბავშვის კუნთების ჰიპერტონუსს და აუმჯობესებს საჭმელგადამამუშავებელ პროცესს.

ბავშვებისთვის

დღევანდელი ” კომპიუტერომანიის” ეპოქაში, როცა ადამიანების უმეტესობა დამჯდარ სამუშაო პირობებშია, ორთოპედიული ბალიშის როლი საკმაოდ გაიზარდა.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ორთოპედიული ბალიში
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook