ორთოპედიული ფეხსაცმელი

ეს არის ფეხსაცმელი რომელსაც გამოიყენებენ ფეხის ძვალ–კუნთოვანი სისტემის ფუნქციის დარღვევის დროს,მკურნალობის და პროფილაქტიკის მიზნით.სამკურნალო ორთოპედიული ფეხსაცმელი ესაა ფეხსაცმელი უკანა ამაღლებული ნაწილით,რომელიც ფარავს წვივ- ტერფის სახსარს

ფეხსაცმელი

გარეგანი და შინაგანი მაღალი “ბორტით”.არსებობს ფეხსაცმელი,როცა ფეხსაცმლის სიმაღლე აღწევს მუხლამდე.

მუხლებამდე

როგორი უნდა იყოს ?

ორთოპედიული ფეხსაცმელი უნდა იყოს შექმნილი ნატურალური მატერიალიდან,განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ფეხსაცმლის შიდა ნაწილისთვის,რათა ფეხსაცმელმა არ გამოიწვიოს ფეხის ოფლიანობა.ამ შემთხვევაში უმეტესად გამოიყენებენ ტყავს.ტყავის ძირითადი უპირატესობა სინთეტიკასთან ესაა–პლასტიკურობა.ფეხსაცმელში აუცილებელია ნესტის აორთქლების უზრუნველყოფა და ჰაერის მიკროცირკულაცია.

კომფორტული

ორთოპედიული ფეხსაცმლისთვის აუცილებელია მოცურების საწინააღმდეგო  დრეკადი ძირი.ფეხსაცმელს უნდა ქონდეს ფართო ცხვირი, რომელიც თითებს არ ფარავს, ეს მეტად მნიშვნელოვანია.

შესაკრავები, ზონარები ახლოს უნდა იყოს ფეხსაცმლის ცხვირთან , რომ ადვილი იყოს მისი ჩაცმა, შემდეგ კი სასურველია მისი დაფიქსირება ქუსლზე

ქუსლი

ორთოპედიული ფეხსაცმელი, ესაა სპეცუალური კონსტრუქციის ფეხსაცმელი, რომლის დანიშნულებაა პათოლოგიურად სახეშეცვლილი ფეხის დაბოლოვებების ფორმის კორექცია.

ფეხის კორექცია

ეს არის სპეციალური ფორმის და კონსტრუქციის ფეხსაცმელი, ავადმყოფებისათვის ინვალიდობის დეფორმაციით.ორთოპედიული ეწოდება სამკურნალო პროფილაკტიკურ ფეხსაცმელს, ნაყიდს, ან შეკვეთით შეკერილს, რომელიც შერჩეულია ორთოპედის მიერ.ორთოპედიული ფეხსაცმელი იხმარება ართრიტის, ართროზის, აგრეთვე ფეხის ტერფის ამაღლებული მგრძნობელობის შემთხვევაში, დიაბეტის დროს.ორთოპედიული ფეხსაცმელი იხმარება ტრამვისა და ოპერაციის შემდეგ სარებილიტაციო პერიოდში.

რეაბილიტაცია

ორთოპედიულ ფეხსაცმელს გააჩნია კონსტრუქციული თავისებურებები.იგი რბილია და მოქმედებს ისე,რომ მოხსნას დაძაბულობა ფეხის დიდ თითზე სიარულის დროს.ამ ფეხსაცმლის სწორად შერჩეული წყვილი არ უჭერს და არ ხეხავს ქუსლს.

არსებობს საბავშვო ორთოპედიული ფეხსაცმელი

 

საბავშვო ფეხსაცმელი

როგორც ავღნიშნეთ, ორთოპედიული ფეხსაცმლის დანიშნულებაა დაძაბულობის მოხსნა პრობლემულ ადგილებზე და შეძლებისდაგვარად მისი კორექცია. ორთოპედიული დაავადებები, ქვემო დაბოლოებების შემთხვევაში განსაკუთრებულ ტკივილებთანაა დაკავშირებული, რადგან ადამიანი გადაადგილდება ფეხების მეშვეობით, ამიტომ ორთოპედიული ფეხსაცმელი საჭირო შემთხვევაში შეუცვლელია.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ორთოპედიული ფეხსაცმელი
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook