ნარკოტიკები

და მაინც, რა “არის ნარკოტიკი”?მთელს მსოფლიოში,ყოველდღიურად,მილიონობით ადამიანი ორგანიზმს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებებით იწამლავს. ნარკოტიკად ითვლება “უვნებელ ჩაისა და ყავაში არსებული კოფეინიც და ისეთი ნივთიერებებიც,რომლებიც ორგანიზმისათვის მომაკვდინებელია.ნარკოტიკების მოხმარებაში იგულისხმება,ყავის,ჩაის და ერთი ჭიქა ღვინის მიღებაც კი.სხვა ნარკოტიკების მსგავსად,ჩაიში ყავასა და უალკოჰოლო სასმელებში არსებული კოფეინი ისე როგორც ღვინისა და ლუდის შემადგენლობაში შემავალი ალკოჰოლი,ისეთ ნივთიერებებს წარმოადგენს,რომელიც ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას აფერხებენ.
ნარკოტიკი
სხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურად ითვლება და მათი მოხმარება სახიფათოა.ამ კატეგორიას მიეკუთნება ჰეროინი,კოკაინი,ოპიუმი და სხვა.
ნარკოტიკი თავის ტვინზე ორგვარად მოქმედებს.ერთ მხრივ შეგრძნებებს აქვეითებს,მეორე მხრივ დეპრესანტია და რეაქციების სიჩქარეს ანელებს.

ალკოჰოლი და თამბაქო
ალკოჰოლი

ალკოჰოლი ყველაზე ფართოთ გავრცელებული სოციალური ნარკოტიკია.იგი მსოფლიოს ყველა კუთხეშია გავრცელებული.ადამიანთა უმრავლესობა ალკოჰოლს სვამს გართობის მიზნით.დიდი რაოდენობით ალკოჰოლის გამოყენება ჯანმრთელობის შერყევას იწვევს.განსაკუთრებით,თავის ტვინის და ღვიძლის დაზიანებას,აგრეთვე,კუჭისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას და კიდე უამრავ სხვა პრობლემებს.ალკოჰოლის ხანგრძლივ მიღებას ორგანიზმი ეჩვევა და როდესაც მომხმარებელი მიღებას წყვეტს,მას ეწყება ბოდვა,ოფლიანობა,თეთრი ცხელება,კანკალი,გულის რევა და ჰალუცინაციები.

თამბაქო
თამბაქო

თამბაქოში არსებული ნიკოტინი კიდევ უფრო ფართოთ გავრცელებული ნარკოტიკია.სიგარეტის მოწევა დაკავშირებულია ისეთ დაავადებებთან,როგორიცაა ფილტვისა და ყელის კიბო,გულისა და სისხლძარღვების დაავადებები.დაავადებებს იწვევს თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები მაგალითად,კუპრი და მხუთავი აირები.
ნიკოტინი ასტიმულირებს ადამიანს. მწეველი ორგანიზმი სწრაფად ეჩვევა ნიკოტინს და მისი ეფექტის მისაღებად უფრო მეტს და მეტს ეწევა.უკვე მწეველი ნიკოტინზე ფსიქოლოგიურად დამოკიდებული ხდება.

გამოწვეული პრობლემები

გამოწვეული პრობლემები

1)მაგალითად,ნარკოტიკებისაგან მიღებული ნებისმიერი შეგრძნება დროებითია და როგორც კი ეს ეფექტი გაივლის,მომხმარებელი უბრუნდება რეალურ სამყაროს.გამოცარიელებული ჯიბითა და მისი ზემოქმედების ქვეშ დაკარგული დროით და ჯანმრთელობით

2)მისი გამოყენების შედეგად ორგანიზმი და განსაკუთრებით თავის ტვინი ზიანდება.
ტვინის დაზიანება
3)სავალალო შედეგი შეიძლება მოყვეს ერთ ჯერზე გამოყენებულ დიდ დოზასაც.განმეორებით მოხმარების შედეგად,ადამიანი მასზე დამოკიდებული ხდება და ნელნელა დოზასაც უმატებს.
დოზის გაზრდა
4)მომხმარებელი უკვე გრძნობს,რომ იგი ჯანსაღად ვერ აზროვნებს,თუმცა ნარკოტიკზე უარის თქმა არ შეუძლია და უკვე გამოიხატება ავადმყოფური ლტოლვა
ნარკოტიკზე დამოკიდებულება
5)ორგანიზსმის ნერვული სისტემა,კუნთები გული და სხვა ორგანოები ამ საშუალებების გარეშე,უბრალოდ ვერ ფუნქციონირებს.

ორგანიზმის გათიშვა

6)ნარკოტიკების ხანგრძლივი მოხმარება იწვევს კანის სიყვითლეს,არტერიული სისხლის წნევის დაწევას,რეფლექსების მოდუნებას.
კანის სიყვითლე
7)სქესობრივი პოტენციის დაქვეითებას
პოტენციის დაქვეითება
8)უმადობას
უმადობა
9)წონაში დაკლებას
სისუსტე
10)იწვევს სიღარიბეს,ეგოიზმს და დეპრესიას
სიღარიბე და დეფრესია

თავის დანებება

თავის დანებება

1)სპეციალური პრეპარატის მიღება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ.
2)ფსიქოთერაპია
3)გამაჯანსაღებელი მკურნალობა
4)ყოფილი მომხმარებლების ჯგუფში გაერთიანება
5)ნარკოტიკულ ცენტრში რეაბილიტაცია
6)ხალხმრავალი ადგილებისაგან მორიდება
მკურნალობა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული,წარმატება კი მომხმარებლის სურვილზე.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ნარკოტიკები
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook