მარტო მე რის გაკეთება შემიძლია?

  1. ნუ იყიდი და მოიხმარ ალკოჰოლს, სიგარეტებსა და სხვა ნარკოტიკულ ნივთიერებებს.
  2. იმკურნალე ხალხური მეთოდებით, ბალახებით და არა აბებით და მიქსტურებით, რომლებიც მაინც არ გშველიან.
  3. რაც შეიძლება მეტხანს იარე ფეხით და დაკავდი ფიზიკური კულტურით.fexit siaruli
  4. სულითა და სხეულით დაისვენე ბუნებაში და არა ღამის კლუბში, ბარში და ა.შ.
  5. ნუ აიღებს კრედიტებსა და ფულს ვალად, ეს ყოველთვის ცუდად მთავრდება, უკეთესია დააგროვე ფული რაიმე ნამდვილად სასარგებლოსა და საჭიროსთვის.
  6. მიირთვი ის, რაც ბოსტანში იზრდება და არა თაროებზე დევს მაღაზიებში და გაზრდილია ლაბორატორიებში ქიმიურ სასუქებზე.
  7. იცხოვრე ქალაქგარეთ, იქ სუფთა ჰაერია, სიმშვიდეა, სილამაზეა, არავინ არ გიშლით ხელს და არ არიან თავის მოსაბეზრებელი ადამიაბნები.
  8. დაამყარე ნორმალური ურთიერთობები საწინააღმდეგო სქესთან და ნუ უღალატებ თქვენს მეორე ნახევარს.
  9. ნუ უყურებ უაზრო და სულელურ ფილმებს, პროგრამებს ტელევიზორში და სურათებს ინტერნეტში. ამის ნაცვლად შეისწავლე სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც შეგიძლია საკეთილდღეოდ გამოიყენო ცხოვრებაში.
  10. გაუზიარე აზრები, აღმოჩენები და ინფორმაცია მათ, ვინს შენს ირგვლივაა და ვისაც პატივს სცემ. სხვების განვითარებით თვითონაც ვითარდები.
  11. დაეხმარე სხვებს, თუ გაქვს ასეთი შესაძლებლობა – ერთმა მოქმედებამ შეიძლება იხსნას სხვისი სიცოცხლე.
  12. გახსოვდეს შენი ფესვები და შენი ერის ისტორია, გამოიყენე წინაპრების წინანდელი გამოცდილება, ნუ გაიმეორებ მათ შეცდომებს.
  13. შეისწავლე ახალი ტექნოლოგიები, მათ შორის საინფორმაციო. გამოიყენე ისინი შენსა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
  14. განავითარე შენი სულიერება და იფიქრე იმის შესახებ, თუ რას დაუტოვებ შენს შემდეგ შენს შვილებსა და შვილიშვილებს.
  15. დაიცავი ბუნება და გაზარდე მისი სიმდიდრე, ნუ იქნები პარაზიტი დედამიწის სხეულზე.
  16. ეძიე თანამოაზრეები, გააბი ახალი ნაცნობობა. კარგი მეგობრები – ეს დიდი სიმდიდრეა.
  17. მხარი დაუჭირე ადგილობრივ მწარმოებელს, გახსენი სასარგებლო ფერმის საკუთარი წარმოება.
  18. გამოიკვლიე ის ადგილი, სადაც ცხოვრობ.
  19. დაეხმარე სხვებს სულით და გულით და უსასყიდლოდ. გაცემული ენერგია ყოველთვის უკან ბრუნდება.
  20. იცხოვრე მზის ჩასვლა-ამოსვლით და იყავი პოზიტიური:)

მთელი შენი ცხოვრება 90%-ით დამოკიდებულია შენზე და მხოლოდ 10%-ით იმ გარემოებებზე, რომლებიც 99%-ით დამოკიდებულია ისევ შენზე.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

მარტო მე რის გაკეთება შემიძლია?
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook