როგორ მოვირჩინოთ ფეხის სოკო

როგორ ვუმკურნალოთ სოკოს

 

ფეხის სოკო დღესდღეისობით საკმაოდ ხშირი და გავრცელებული პრობლემაა,რომელიც უამრავ ადამიანს აწუხებს და მისი მრავალი სახეობა არსებობს.დადგენილია რომ, ეს დაავადება ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება. მოგეხსენებათ რომ სოკოვანი დაავადების 500 -მდე სახეობა არსებობს.ამათგან ერთერთი ყველაზე ხშირი სწორედ ფეხის სოკოა.

როგორ და რა პირობებში ჩნდება სოკო

ეს პრობლემა ხშირად აწუხებს:

1)სპორცმენებს,ჯარისკაცებს მაღაროში მომუშავე ხალხს და.შ.რომელთაც უწევთ საერთო გასახდელი ოთახით სარგებლობა.

2)სოკოს გაჩენის საშიშროება დიდია ასევე აუზებზე და საუნებში ჰიგიენის წესების დაუცველობით

3)უნდა მოერიდოთ სხვისი ფეხსაცმლის ჩაცმას თუ მას სოკო ექნება დიდი შანსია იმისი რომ,თქვენც დაავადდეთ

რადგან ფეხსაცმელი დიდხანს ატარებს სოკოვან დაავადებას.

4)ასევე დაავადების დიდი შანსია თუ თქვენ ატარებთ ვიწრო ფეხსაცმელს.ამდროს თითებს შორის ჰაერი არმოძრაობს რამაც, შესაბამისად შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადება.

5)უხარისხო და მეორადი ფეხსაცმლის მოხმარების დროს

6) ფეხების დაბანის დროს, კარგად გაიმშრალეთ ფეხი და თითები.წინააღმდეგ შემთხვევაში თითებს შორის წყალი რჩება რასაც მოყვება ფრჩხილის სოკო.

7)ცუდია ფეხის ხშირი ოფლიანობა

8)შესაძლებელია სალონში ღრმა პედიკურის გაკედების დროს ინფექციის შეჭრა.

ტერფის და ფრჩხილის სოკო

 

1)ტერფის სოკოს დროს თავდაპირველად ტერფზე იქერცლება კანი და ახასიათებს სიწითლე

 

ტერფის სოკო

2)იწყება ქავილი რომელიც ხშირად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე

ფეხის ქავილი

3)ჩნდება ბზარები თითებს შორის.

 

თითის ბზარები

4)ასევე ხშირია არასასიამოვნო სუნი
არასასიამოვნო სუნი

ტერფის სოკოდან სწრაფი ზომების არ მიღების შემთხვევაში თავს იჩენს ფრჩხილის სოკო,რომლის მკურნალობაც უფრო რთულია და შედარებით დიდ დროსაც მოითხოვს.
ფრჩხილის სოკოს დროს იცვლება ფრჩხილის ფერი.ის მოყვითალო ფერს იღებს.ასევე იცვლება ფრჩხილის ფორმა და დეფორმირდება.სქელდება ისე რომ,რთულია მისი მოჭრა.
თუ ასეთ დროს სრაფად არ იმკურნალებთ სოკო ერთი ფრჩხილიდან მეორეზე გადავა,ხოლო შემდეგ კი-ყველაზე.ფრჩხილის სოკო ძირითადად აქტიურდება ზაფხულობით

ეს კი ფრჩხილის სოკოს განვითარების 3 ეტაპი.

ონიქომიკოზის სტადიები

როგორ ვუმკურნალოთ სოკოს ?

სოკოს მკურნალობა

➢არსებობს სოკოს მკურნალობის რამოდენიმე სახეობა,თუმცა ყველაზე კარგი რჩევა ის იქნება რომ, მიმართოთ ექიმს.

➢თუ ფეხზე მხოლოდ ერთი ფრჩხილია გაფუჭებული, მაშინ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი შინაგანი მიღებისთვის არ ინიშნება, მას მხოლოდ გარეგან მკურნალობას უტარებენ. თუ ერთ ფრჩხილზე მეტია დაზიანებული, მაშინ ინიშნება მედიკამენტები შინაგანი მიღებისთვის, რადგან ამ დროს დაზიანებულია ფრჩხილის ის ნაწილი, საიდანაც ფრჩხილი იზრდება. იქ უკვე ზის სოკო და ახალი ფრჩხილიც გაფუჭებული ამოდის.

➢აიღეთ თანაბარი რაოდენიბით 40%- იანი სპირტი, 70%-იანი ძმარი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ ხსნარში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ ადგილას 15 წუთით.კურსის ხანგრძლივობა ერთი კვირა.რამდენიმე დღის შემდეგ გაიმეორეთ.

➢ნოვოკაინში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ დაზიანებულ მონაკვეთზე, გაიჩერეთ მთელი ღამე.

➢ზოგ შემთხვევაში კარგ შედეგს იძლევა ფრჩხილზე იოდის ნაყენის წასმა.პროცედურა ჩაიტარეთ დღე გამოშვებით.ღამით,ძილის წინ და შხაპის შემდეგ.

➢ყოველ დღე უნდა გააკეთო ფეხის აბაზანა , რომელშიც ძმარს ან სოდას გაურევთ, ხოლი ფრჩხილების დაზიანებული უბნები უნდა მოიჭრათ. ჭრას ვახდენთ ფრჩხილის წინა ნაწილიდან. კვეთა უნდა დაიწყოთ სუსტად მარჯვნიდან მარცხნივ სწორი ხაზის პარალელურად, ისე რომ, ფრჩხილს საშუალება არ მივცეთ გაჭრას ქსოვილი და , ფრჩხილის მარცხენა მარჯვენა ე.წ. ლაყუჩები არ დაიმალოს ხორცის ქსოვილის ქვეშ. ამით თავიდან აიცილებთ ფრჩხილის ჩაზრდას.

➢ზაფხულში სასარგებლოა ასფურცელას ფოთლების კომპრესი. ახალდაკრეფილი ფოთლები დაავადებულ თითებზე უნდა დაიფინოთ და ბანდით გადაიხვიოთ.

➢მკურნალობას თან უნდა ახლდეს სათანადო ჰიგიენაც – ფეხები დღის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა გაიგრილოთ ცივი წყლით, წინდები დღეში ორ-სამჯერ, უკიდურეს შემთხვევაში, ერთხელ მაინც იცვალოთ, ფეხსაცმელი რეგულარულად წმინდოთ აფთიაქში შეძენილი ფორმალდეჰიდით.
შეგიძლიათ ცადოთ ეს ხერხები. არსებობს ასევე ხალხური მეთოდები, მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხშირად არა  ეფექტურია, ამასობაში ავადმყოფი კარგავს დროს, არადა სოკოს მკურნალობა უფრო ეფექტური საწყისს ეტაპზეა.

 

როგორ მოვიქცეთ რადგან სოკო ხელმეორედ არ განმეორდეს?

როგორ მოვიქცეთ
➢იმისთვის, რომ დაავადება ხელმეორედ არ განვითარდეს, საჭიროა ფეხსაცმლის რეგულარულად დამუშავება ფეხსაცმლის შესაბამისი სპრეით ან ხსნარით, რომელიც აფთიაქში იყიდება. უმჯობესი იქნება ძველი ფეხსაცმელი თავიდან მოიშოროთ მაგრამ,შეიძლება მისი დამუშავებაც.

➢ის ვინც აუზზე და საუნაში დადის, აუცილებელია ფრჩხილზე წაისვას სოკოს საწინააღმდეგო სპეციალური ლაქი, რომელიც ასევე აფთიაქებში იყიდება.

➢აუზზე ყოფნის დროს გამოიყენეთ ერთჯერადი ან ცხვირდახურული რეზინის ჩუსტი.

➢ბანაობის შემდეგ აუცილებლად კარგად გაიმშრალეთ ფეხის ტერფები.

➢ყურადგება მიაქციეთ პირად ჰიგიენას

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

როგორ მოვირჩინოთ ფეხის სოკო
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook