სამედიცინო ენდოსკოპი

სამედიცინო ენდოსკოპი

ენდოსკოპი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ( შიგნით ვხედავ) დღეს, როცა ადამიანებს უამრავი სენი აწუხებს ავადმყოფობის სახით, სწორი დიაგნოსტიკა მკურნალობის მთავარი პირობაა. სამედიცინო ენდოსკოპი დღეს ფართოდ გამოიყენება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

ენდოსკოპით შემოწმება

ენდოსკოპი არის სხვადასხვა დანიშნულების ოპტიკური ხელსაწყოების გჯუფი. არჩევენ სამედიცინო და ტექნიკურ ენდოსკოპს.სამედიცინო ენდოსკოპი გამოიყენება მედიცინაში შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევად და სამკურნალოდ. მისი საშუალებით შესაძლოა გამოკვლევა ჩატარდეს შემდგომ ორგანოებზე: ( კუჭი, თორმეტგოჯა ნაწლავი, ბრონქები, შარდგამომყოფი მილი, შარდის ბუშტი, ქალის სასქესო ორგანოები).

ენდოსკოპის გამოყენება

ენდოსკოპი გამოკვლევის მიზნით სხეულში შეყავთ ბუნებრივი ღრუების საშუალებით, ან აკეთებენ სპეციალურ ჭრილს ქირურგიული ჩარევის გზით.

მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის შინაგანი ორგანოების მდგომარეობას ენდოსკოპია ეწოდება.

ორგანოების შემოწმება

გამოყენება

1)გასტროენტელოგიაში

2)ქირურგიაში

3)უროლოგიაში

4) გინეკოლოგიაში

5)ტრამვატოლოგიაში

6)ნეირო ქირურგიაში

7) სისხლ-ძარღვთა მკურნალობისას ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში.

ენდოსკოპის ფუნქციები

ენდოსკოპის დაარსებამ და გავრცელებამ განაპირობა, არა მხოლოდ დათვალიერება შინაგანი ორგანოების, არამედ მიზნობრივი ბიოფსიის გატარება.

ენდოსკოპით მკურნალობა

ენდოსკოპის შემადგენლობა

1) დრეკადი სამუშაო ნაწილი

2)მოწყობილობის კორპუსი

3)ლინზა

4)შემაერთებელი შნური

5)გამანათებელი ნათურა

6)ღილაკი წყლის და ჰაერის მისაწოდებლად

7)ასპირაციის მმართველი ღილაკი

8)დისტანციური ნაწილის სამართავი სახელური

9)შესასვლელი ინსტრუმენტალური არხი

ენდოსკოპის აგებულება

ენდოსკოპის გამოყენების მიზანი

მითითებული კრიტერიუმებიდან გამომდინარე ხელსაწყოები არიან რამდენიმე სახის

1) დასათვალიერებელი -გამოიყენება შინაგანი ორგანოების გამოსაკვლევად

2)ოპერაციული- ასეთი ენდოსკოპების საშუალებით შესაძლოა ქირურგიული მანიპულირება

3) ბიოფსიური- ისინი იძლევიან საშუალებას აიღოთ სინჯი ორგანოს ქსოვილიდან, რომელიც იმყოფება გამოკვლევის პროცესში

 

ენდოსკოპი

ენდოსკოპს, როგორც ხელსაწყოს სწორად შესწავლის შემთხვევაში, სპეციალისტი ადვილად მანიპულირებს და იღებს საჭირო შედეგს.პაციენტისთვის კი ეს ცოდნა საჭიროა იმიტომ რომ, მან საკუთარ თავში გაანეიტრალოს გაურკვევლობის ელემენტი და უკეთ ადევნოს თვალ-ყური გამოკვლევის პროცსს.

არსებობს საბავშვო და ზრდასრული ადამიანების ენდოსკოპები.

საბავშვო ენდოსკოპი

სამედიცინო ენდოსკოპი მარადიული დახვეწის პროცესშია, რაც მიუთითებს, იმაზე, რომ დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყოველ დღე ახალ და გაძლიერებულ ფაზაში შედის.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

სამედიცინო ენდოსკოპი
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook