სველი ხელსახოცები

სველი ხელსახოცი

ქალაქის მჭიდრო დასახლების პირობებში განსაკუთრებით აქტუალურია ბაქტეოროლოგიური დაბინძურების გამო  გამოწვეული პრობლემები.ეს არის მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი.ასეთ შემთხვევებში დგება დეზინფექციის საკითხი ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

სალფეთქები

დღეს ვერ წარმოგვიდგენია ცხოვრება ამ პროდუქციის გარეშე.პირადი ჰიგიენა და ბავშვების დაცვა,ესარის მისი მთავარი დანიშნულება.დღეს თითქმის ყველა ჩანთაში და სამუშაო მაგიდის უჯრაში არსებობს ამ ხელსახოცების შეკვრა.

მაგრამ რა შემადგენოლობისაა ისინი? სველი ხელსახოცები ჩვენს ბაზარზე ახალი გამოჩენილია და უკვე მოიპოვა საყოველთაო ნდობა და სიყვარული. იგი განსაკუთრებით აქტუალურია ახალგაზრდა დედებში. დღეს ბევრი მწარმოებელია დაკავებული ამ დიდად მოთხოვნადი პროდუქციის დამზადებით

დამზადება

შემადგენლობა

სახოცების დასანესტიანებლად იხმარება ჩვეულებრივი წყალი, ლოსიონის დამატებით.მოთხოვნების მიხედვით ემატება სხვადასხვა ნივთიერება.

სველი სალფეთქი შეიძლება იყოს : უბრალოდ გამწმენდი, ბაქტერიოლოგიური, ზოგჯერ ამატებენ დამარბილებელ საშუალება-ზეთს ან მცენარეულ ექსტრატებს. მათ აქვთ სასიამოვნო სუნი-ამ შემთხვევაში მწარმოებელი ამატებს არომატიზატორებს.ასეთ სახოცებს შეუძლიათ მიზანდასახულად , ეკონომიურად ჰიგიენურად გაანადგურონ ბაქტერიები ან შეამცირონ მათი ზრდა.

ბაქტერიების მოშორება

ინსტრუქცია

სალფეთქების შეკვრაზე ყოველთვის მითითებულა, თუ რომელი რა შემთხვევაში გამოიყენება, ამიტომ ყოველთვის საჭიროა ინსტრუქციის გაცნობა

ისინი არსებობენ:

1)სახისთვის

 

სახისთვის

2) სახის ჰიგიენური დამუშავებისთვის

ჰიგიენური გაწმენდა

3)ფეხის ქუსლისთვის

ქუსლებისთვის

4)ჩაწოლილი ავადმყოფის გასაწმენდად

5) სამედიცინო პერსონალის ხელების დამუშავებისთვის

ექიმთათვის

სველი,ანტიბაქტერიული სალფეთქების დასატენიანებლად იყენებენ სხვადასხვა სპირტოვან ხსნარებს, იგი არის ერთ-ერთი გავრცელებული საშუალება ინდივიდუალური ჰიგიენის დასაცავად.იგი იხმარება არა მარტო კანის, არამედ საყოფაცხოვრებო ნივთების , სამუშაო ადგილის და ინსტრუმენტების გასაწმენდად.

უპირატესობა და ნაკლი

უპირატესობა და ნაკლი

სპირტიანი, ანტისეპტიკური სალფეთქები ერთ-ერთი გავრცელებული საგანია პირადი ჰიგიენის დასაცავად. მათი უარყოფითი თვისებაა კანის გამოშრობა, რაც ზოგჯერ იწვევს მოკრო ბზარებს.გარდა ამისა, სპირტის ხსნარი ნეგატიურად მოქმედებს ზოგიერთ ნივთზე, რომელიც ლატაქსის და სილიკონისგანაა დამზადებული, გაწმენდისას არღვევს მის სტრუქტურას, აგრეთვე იწვევს რეზინის ჩქარ გადაგვარებას.ასე რომ სათანადო ყურადღებით უნდა მოვექცეთ საყოფაცხოვრებო ნივთებს სპირტიანი საფენით გაწმენდის დროს

ანტიბაქტერიული სალფეთქები უნდა ფლობდეს შემდეგ თვისებებს

1)ჩქარი მოქმედება

2)მოქმედების ფართო სპექტრი

3)იყოს შეთანხმებაში სალფეთქის შემადგენლობაში შემავალ სხვა კომპონენტებთან

4)არ ფლობდეს უსიამოვნო სუნს

სალფეთქი

ყიდვა

რა უნდა ვიცოდეთ მისი შეძენის დროს? თავად ნივთიერება ,რისგანაცაა დამზადებული სახოცი, არ თამაშობს მნიშვნელოვან როლს. ამიტომ სახოცი სჯობს ავირჩიოთ არაქსოვილური წარმოების. ის უფრო მდგრადია.გახსოვდეთ: ხელსახოცი არ უნდა იწელებოდეს და არც იხეოდეს.მათი შეკვრა შეიძლება იყოს საკმაოდ დიდი და კომპაქტური.თუ თქვენ უბრალოდ მიდიხართ ბავშვთან ერთად პარკში სასეირნოდ, უმჯობესია, პატარა შეკვრა, თან შეამოწმებთ , რამდენად ვარგისია თქვენთვის ამ წარმოების ხელსახოცი.

გაწმენდა

ყიდვის დროს, მიაქციეთ ყურადღება მისი გამოყენების ვადას, რადგან ვადაგასული სალფეთქები შეიძლება იყოს მშრალი ან პირიქით, მასში მოთავსებულმა დაძველებულმა ხსნარმა, შეიძლება გამოიწვიოს ალერგია.დაიმახსოვრეთ, რაც უფრო მძაფრია სუნი და არომატი, ეს მიუთითებს ხელსახოცში დიდ ქიმიურ შემადგენლობას.როცა სახოცს ვირჩევთ ბავშვისთვის, უმჯობესია ქონდეს წარწერა ”ახალშობილთათვის”, რადგან მათში არაა ქიმიური შემცველობა, არავითარი სპირტი, სინტეტიური მატერიალი ან მძაფრი სუნი.

წარწერა

ყიდვის დროს მიაქციეთ ყურადღება შეფუთვას, სადაც მითითებული უნდა იყოს, პროდუქციამ გაიარა, თუ არა კლინიკური გამოკვლევა და აქვს თუ არა შესაბამისი სერთიფიკატი.

როგორც უკვე ვთქვით სველ ხელსახოცებს დიდი როლი უჭირავს პირად ჰიგიენაში, მაგრამ იგი როდია წყლის და საპონის შემცვლელი.იგი უნდა განვიხილოდ , როგორც საჭირო საგანი საჭიროების მომენტში.

 

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

სველი ხელსახოცები
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook