ტონომეტრი

ტრონომეტრი

კარგი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სრულფასოვანი და ხანგრძლივი სიცოცხლისთვის.ასაკის მატებასთან ერთად ჯანმრთელობას გააჩნია გაუარესების ტენდენცია.თუ პათოლოგიურ პროცესებს დროულად მივაქცევთ ყურადღებას მკურნალობა უფრო ეფექტური იქნება.ამიტომ იქმნება სამედიცინო ხელსაწყოები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ადამიანის ორგანიზმის მდგომარეობას, ხშირად საშინაო პირობებშიც. ერთ-ერთი ასეთი ხელსაწყოა ტონომეტრი

ტონომეტრი

ამ ხელსაწყოს უწოდებენ წნევის გასაზომს.მისი საშუალებით ხდება ორი მნიშვნელოვანი მაჩვენებლის დაფიქსირება: სისტოლური და დიასტოლური წნევის.

თუ ადამიანს ხშირად უწევს წნევა, მას გიპირტონიკს უწოდებენ.ასეთ ადამიანებს კი გამუდმებით ჭირდებათ წნევის კონტროლი.

წნევის საზომი

ტონომეტრი შედგება მანჟეტისაგან, რომელიც მაგრდება მაჯაზე და მონომეტრისგან, რომელიც აჩვენებს გაზომვის შედეგებს.მას კიდევ გააჩნია მანჟეტში ჰაერის შემდენი, რომელიც რეგულირდება კლაპანით

წნევის გაზომვა

ტონომეტრის დანიშნულება

ტონომეტრი ამხილებს არტერიალური წნევის ნორმიდან გადახრას.ეს აპარატი აუცილებელია ქონდეს ყველა ადამიანს  საოჯახო აფთიაქში( ვისაც წნევა აწუხებს) ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანმა აიცილოს გიპირტონიული კრიზი. ტონომეტრი არ წარმოადგენს აუცილებლობას მხოლოდ გიპერტონიით დაავადებული ხალხისთვის. ადამიანს 50 წლის შემდეგ შეიძლება აუწიოს წნევამ საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოც. ტონომეტრი საჭიროა იმის გამო, რომ აკონტროლო დასაშვები ფიზიკური დატვირთვა.

წნევის რეგულირება

რეკომენდირებულია ეს ხელსაწყო შეიძინონ ადამიანებმა, ვინც  ხშირად იმყოფება სტრესულ სიტუაციაში და არ გააჩნიათ გაწონასწორებული ნერვული სისტემა.არიან ფსიქოემოციური დაძაბულობის ქვეშ, ან გააჩნიათ საპასუხისმგებლო სამუშაო

წნევის გაზომვა კონტროლი

მუშაობის პრინციპი

არტერიული წნევის გაზომვის ორი ხერხი არსებობს:

1)პირველ შემთხვევაში–პულსი ისინჯება ფონეიდოსკოპის საშუალებით

წნევის მექანიკური საზომი

2) მეორე შემთხვევაში-მაჩვენებელი მომენტალურად ფიქსირდება ეკრანზე

წნევა

მაჯაზე იცმევა სპეციალური მანჟეტი, რომლის შიგნითაც იმყოფება პნევმოკამერა.მანჟეტში ხელის ან ავტომატიკის საშუალებით მიედინება ჰაერი, რომელიც ზრდის მის მოცულობას, ამას შედეგად მოყვება არტერიაზე დაწოლა, რომლის გამოც იკეტება სისხლის ნაკადი.

მაღალი წნევა

ფონეიდოსკოპის გამოყენების მომენტში დგება სიჩუმე( რადგან ჩერდება სისხლის შედინება ვენაში).ჰაერის შემშვებს გააჩნია კლაპანი, რომლის რეგულირების დროს თანდათან ვარდება წნევა, ამ დროს სისხლი ისევ აგრძელებს ცირკულაციას.ადამიანი კი ფონეიდოსკოპის საშუალებით ისმენს პულსაციას-ეს არის მაჩვენებელი ( ზედა წნევის ), რომელიც ფიქსირდება მონომეტრზე.სისხლის მიწოდება კი ვენაში თანდათან ძლიერდება ( ფონეიდოსკოპში ისმის ხმა) როცა სისხლის მიმოქცევა აღსდგება ბოლომდე, ხმა ქრება, ამ დროს ფიქსირდება ქვედა წნევის მაჩვენებელი

წნევის მაჩვენებელი

ავტომატურ ტონომეტრში არ არის საჭირო ადამიანების მონაწილეობა პულსის მოსასმენად, რამდენადაც შედეგს აკონტროლებს ელექტრო ტექნიკა.ავტომატური ტონომეტრი მეტად მოსახერხებელია და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ცოდნას. მთავარია მანჟეტის სწორად მორგება.ასეთი ხელსაწყოები უფრო სასურველია ხანდაზმული ხალხისთვის.

ტრონომეტრის გამოყენება

არსებობს ნახევრად ავტომატური ტონომეტრიც. ავტომატური ტონომეტრისაგან განსხვავებით მისი მანჟეტის ჰაერით გავსება ხდება რეზინის ბუშტის საშუალებით.არტერიაში სისხლის პულსაცია განისაზღვრება ავტომატურად და შედეგი აისახება თხევად-კრისტალისებურ დისპლეიზე.

ტრონომეტრის გამოყენება

დღეს ბევრი მითქმა-მოთქმაა ავტომატური ტონომეტრების არასიზუსტის და უარყოფითი მხარეების შესახებ, იგი მაინც ღრმად შემოიჭრა ჩვენ სინამდვილეში და მისი წარმოება ყოველ დღე დახვეწის პროცესშია. ავტომატური ტონომეტრი მაინც ყველაზე გავრცელებული და ხმარებადია.

 

 

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ტონომეტრი
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook