VR BOX-ვირტუალური რეალობის სათვალე

ვრ ბოხ

ვირტუალურ რეალობაში ჩაძირვის ბევრი გზა და საშუალება არსებობს.ჩვენ განვიხილავთ ამ პროცესს ვირტუალური რეალობის სათვალით. რა არის ვირტუალური რეალობის სათვალე?

ვირტუალური რეალობა-ესაა ტექნიკური საშუალებებით შექმნილი სამყარო. ვირტუალურ სამყაროში ჩაძირვა – ეს არის ცნობიერების მდგომარეობა, ხშირად ხელოვნური, რომლის დროსაც სუბიექტის ფიზიკური თვითგაცნობიერების მდგომარეობა მცირდება, ან საერთოდ იკარგება.

ვრ ბოხ

დღეს ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სმარტფონი, შეუძლია ჩაიძიროს ვირტუალურ სამყაროში, რომელიც იძლევა საშუალებას შეიგრძნო ეფექტი სამგანზომილებიანი სამყაროსი.ამისათვის , ყველაზე მცირე, აუცილებელია შეიძინოთ სპეციალური მოწყობილობა- ვირტუალური რეალობის სათვალე.ეს შეიძლება იყოს, როგორც ” შლემი”, ასევე სპეციალურად გათვლილი გაჯეტები გარკვეული სახის სმარტფონებზე. სათვალის ინფორმაციული ტექნოლოგია ვითარდება დაუჯერებელი სიჩქარით.სათვალე , ან ” შლემი” წარმოებულია მაღალ ხარისხიან ” კარდონიდან, ან პლასტმასისგან, რომელიც არ შეიცავს სუნს.

სმარტფონი

მისი აგებულება

მისი შიგნითა მხარე, რომელიც ეხება სახეს, დამზადებულია, რეზინისა და ტყავისგან, თუმცა არა ყოველთვის, ზოვჯერ ისიც ” კარდონისაა”.მას ასევე გააჩნია ასფერული ლინზა და წინა ასახდელი ხუფი, რაც აძლევს საშუალებას ძალდატანების გარეშე გაიხსნას სმარტფონის კამერა საჭიროების შემთხვევაში.იმისათვის, რომ ლინზები არ დაიორთქლოს და კარგად გრილდებოდეს სმართტფონი, კორპუსზე უნდა იყოს ერთი ან რამდენიმე ნახვრეტი

აგებულება
სათვალეს შეუძლია იმუშაოს, როგორც ავტონომიურად, ასევე კომპიუტერთან. ვირტუალური რეალობის სათვალე გამოიყენება სმარტფონებთან, რომელთა ზომა 5 დიუმზე ზემოთაა.

შესაძლებლობები

ვირტუალური რეალობის სათვალის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ნახოთ:

1)ნებისმიერი 3D ფორმატის ფილმი , რომელსაც გააჩნია უმაღლესი ხარისხი. სამგანზომილებიან სივრცეში ჩაძირვა იძლევა იქ ყოფნის ეფექტს, რომელიც ძლიერ მოქმედებს ადამიანის წარმოსახვაზე. ის მოქმედებს, არა მხოლოდ მხედველობით შეგრძნებაზე, არამედ ფსიქიკაზეც და თავს გრძნობს იმ სივრცეში

3 დ ჩვენება

2)შესაძლოა თამაშების გადატანა ეკრანიდან ვირტუალურ სამყაროში, თქვენ შეგიძლიათ მთლიანად ჩაიძიროთ თამაშის პროცესში და გახდეთ მისი ერთ-ერთი მონაწილე

თამაშებისთვის

3)ნახოთ ვიდეო, რომელიც შეესაბამება 180 და 360 გრადუსის ფორმატს მათთან ერთად ადვილად შეგიძლიათ ჩაიძიროთ სავსებით ახალ სამყაროში.

ვიდეოს ყურება

რა მოდელებს ეწყობა?

რატომ არ შეესაბამება ვირტუალური რეალობის სათვალე სფარტფონის გარდა სხვა ტელეფონებს?

სათვალისთვის ყველაზე აუცილებელ დეტალად ითვლება აქსელერომეტრი, ანუ უბრალო მრიცხველი სივრცეში გადაადგილებისათვის, რომელიც არის ყველა სმარტფონში, რომელიც გამოვიდა ბოლო 5 წლის მანძილზე. თუ თქვენს სმარტფონს შეუძლია ავტომატურად გადმოაბრუნოს გამოსახულება ” პორტრეტის” რეჟიმიდან ” ალბომის” რეჟიმზე, მაშინ მას აქვს აქსელერომეტრი. მეორე საჭირო, მაგრამ ნაკლებად აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს გიროსკოპი.იგი უფრო ზუსტია, ვიდრე აქსელერომეტრი და გამოიყენება თამაშების დროს, რომლებიც საჭიროებენ მიზნის დაფიქსირებას მზერით.

ვრ ბოხ

ესაა, ის რაც შეიძლება ძირითადად ვიცოდეთ ვირტუალური რეალობის სათვალეზე, თუმცა იგი მომავლის ტექნოლოგიის ნივთია და მის სრულყოფაზე გამუდმებით მუშაობს მრავალი მწარმოებელი.მალე ვირტუალური რეალობის სათვალე ჩვენი ყოფის მყარ რეალობად იქცევა.

 

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

VR BOX-ვირტუალური რეალობის სათვალე
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook