ხელკეტი ტელესკოპური

ხელკეტი ტელესკოპური

დღეს ქუჩაში მარტოდ მომავალ ადამიანს, არც თუ, ისე ბევრი თავდაცვის საშუალება გააჩნია.ტელესკოპური ხელკეტი თავდაცვის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და რეკომენდირებული საშუალებაა, რომლებსაც გამოიყენებენ ევრო ქვეყნები, არა მარტო პირადი მოხმარებისთვის, არამედ სამართალდამცავი ორგანოების სამსახურში.

ხელკეტი

ტელესკოპური ხელკეტი, ესაა ფაქტიურად ცივი იარაღი და მისი ტარების უფლებას განსაზღვრავს თითოეულ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა.საბრძოლო მდგომარეობაში იგი ბოლომდე იხსნება, მთელი სიგრძით, რომელსაც აფიქსირებს შინაგანი საყრდენი.

ხშირ შემთხვევაში გვხვდება თვითნაკეთი ხელკეტები.

თვითნაკეტი ხელკეტი

ტელესკოპური ხელკეტები სხვადასხვა ზომისაა.დიდი, საშუალო და პატარა.დიდი ზომის ხელკეტი დაახლოვებით 70 სმ–ია, საშუალო-45სმ, ხოლო პატარა 35სმ.

პატარა ხელკეტს თავისი ზომის მიხედვით შეიძლება ეწოდოს ჯიბის. მიუხედავათ თავისი კომპაქტურობისა და სიმპატიური შესახედაობისა, პატარა ზომის ხელკეტი, ყველაზე ნაკლებად მოსახერხებელია და იგი პრაქტიკაში არაწარმატებულად გამოიყენება.მისი სახელურის არასაკმარისი სიგრძე დარტყმისთვის არასაკმარისია.

პატარა ხელკეტი

არის საშუალო ზომის ხელკეტები,რომელსაც უნივერსალურს უწოდებენ.საერთოდ ამ სახის ხელკეტები გამოიყენება პოლიციის განყოფილებებშიც და იგი ყველაზე მოსახერხებელია პირადი გამოყენებისთვისაც

საშუალო ხელკეტი

უნივერსალურ ხელკეტს გააჩნია დაბოლოება, რომელიც იხსნება და ეგება ოპერაციას დანიშნულების მიხედვით.

იგი წარმატებულად გამოიყენება, როგორც დახურულ შენობაში, ისე ღია სივრცეშიც, რადგან მისი მოხერხებული ზომის გამო მოქნევისას არ ქმნის პრობლემებს.

პერსონალური ხელკეტი

ტელესკოპური ხელკეტი რომლის უპირატესობაა ის, რომ ხელკეტის დაჭერა და ხმარება შესაძლოა მარცხენა ხელით.ეს გათვლილია შემდეგნაირად: მარჯვენა ხელში გვიჭირავს ფარანი, ან შესაძლოა გაზის ბალონი.ფარანით ხდება ობიექტის განათება და მერე უკვე გამოიყენება ხელკეტი

ხელკეტი ფანრით

შეიძლება გიმტყუნოთ ელექტრო შოკერმა, ფარანმა, გათავდეს გაზის ბალონი, მაგრამ ტელესკოპური ხელკეტი, ესაა ნივთი, რომელიც უპირობოთ მუდამ მწყობრშია.აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელკეტის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს.სწორად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება ორი ზრდასრული მამაკაცის დამარცხება.უნივერსალური ხელკეტის ტარება შესაძლოა ჩანთით და მანქანით, როგორც ყოველდღიური თავდაცვის ნივთი.

ზამბარიანი ხელკეტი

მას გააჩნია რეზინის სახელური, რაც უფრო მოხერხებულია, ვიდრე ფოლადის. ზამბარიანი ხელკეტის ფორმა შეადგენს 465 გრ. იგი არ იწყებს დეფორმაციას, ხანგრძლივი გამოყენების დროსაც და იოლად იკეტება.

რეზინის ხელკეტი

როგორც ავღნიშნეთ, ხელკეტი არის თავდაცვის ერთ–ერთი საუკეთესო საშუალება.მისი უპირატესობა გაზის ბალონთან და ელექტრო შოკერთან, აშკარაა.კომპაქტურია და დიდ ადგილს არ დაიჭერს თქვენ ჩანთაში და მითუმეტეს მანქანაში.

დაალაიქე და გაიგე მეტი ↓

ხელკეტი ტელესკოპური
×
Жми «Нравится», чтобы читать нас на Facebook